"ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, რომლითაც იერუსალიმის პატრიარქს “ბზობის” დღეს წმინდა სამარხის ეკლესიაში შესვლა აეკრძალა, წარმოადგენს რელიგიური თავისუფლებისა და წმინდა ადგილების დამცავი ხანგრძლივი პრაქტიკის დარღვევას", — განაცხადა მან.
"იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება სრულად, გამონაკლისების გარეშე, უნდა იყოს გარანტირებული ყველა რელიგიური მრწამსისთვის. იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი დაცული უნდა იყოს", — დაამატა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
იერუსალიმის ლათინური პატრიარქატის ცნობით, ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ლათინური წესის კათოლიკეთა პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას, წმინდა მიწის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელს, ხელი შეუშალა წმინდა სამარხის ეკლესიაში შესვლაში “ბზობის” ღვთისმსახურების ჩასატარებლად.
ასევე ნახეთ ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ლათინური წესის კათოლიკე პატრიარქი წმინდა სამარხის ეკლესიაში არ შეუშვა. მელონიმ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედებაისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა X-ზე განაცხადა, რომ პოლიციას ეკლესიაში პატრიარქის შესვლისთვის ხელის შეშლას "არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, ეს იყო მხოლოდ მისი და მისი თანმხლებლების უსაფრთხოების ზრუნვა".
პატრიარქატმა კი განაცხადა, რომ ეს იყო "არაგონივრული და უხეშად არაპროპორციული ზომა".
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედება, რომელიც, მისი თქმით, "იერუსალიმში წმინდა ადგილების სტატუსის დარღვევების შემაშფოთებელ ზრდას აძლიერებს".
იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯა მელონიმ ასევ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედება. მელონიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინციდენტი იყო "შეურაცხყოფა არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც პატივს სცემს რელიგიურ თავისუფლებას".
ისრაელში აშშ-ის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ განაცხადა, რომ "ბზობაზე" პატრიარქისთვის ეკლესიაში შესვლის აკრძალვა "ძნელი გასაგები და გასამართლებელია".
28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებამ აკრძალა დიდი შეკრებები, მათ შორის სინაგოგებში, ეკლესიებსა და მეჩეთებში.
პატრიარქატის განცხადებით, კარდინალი პიერბატისტა შეაჩერეს "მაშინ, როდესაც ის კერძო წესით გადაადგილდებოდა და არ ყოფილა პროცესიის ან ცერემონიალური აქტის ნიშნები".
კარდინალი პიცაბალა რომის პაპობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ის შარშან ზაფხულში ჩავიდა ისრაელის თავდასხმებისგან განადგურებულ ღაზაში მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად და განაცხადა, რომ “ქრისტე მარტო არ ტოვებს ღაზას.”
ასევე ნახეთ პაპი ლეონ XIV: ღმერთი უარყოფს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ