- ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ნიკოლას მადუროსა და მისი ხელისუფლების იმ სხვა მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომლებსაც ვაშინგტონმა სანქციები 2018 წელს დაუწესა მადუროს ძალაუფლების განმტკიცებაში მონაწილეობისთვის. აშშ ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარებდა.
დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას 2026 წლის იანვრის დასაწყისიდან ასრულებს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ კარაკასში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ცოლთან, სილია ფლორესთან ერთად დააპატიმრა. გაერომ ეს ოპერაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
- ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი დემოკრატიული ნორმების, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წყობის დარღვევისთვის 2017-2018 წლებიდან სანქცირებულია კანადის, ევროკავშირის და შვეიცარიის მიერაც.
ასევე ნახეთ
ქამელეონი - ვენესუელის ახალი მმართველის ნიღბები და სტილივენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის, ნიკოლას მადუროს დაკავებისა და აშშ-ში გადაყვანის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა, ამერიკული ნავთობკომპანიები კი მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ს თანამშრომლობა შესთავაზა და ვენესუელის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნა სთხოვა. ვენესუელის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრებისთვის ამნისტიაც გამოაცხადა.
2026 წლის თებერვლის ბოლოს, აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს ვენესუელა აშშ-ის მეგობარი და პარტნიორია, რომლისგანაც უკვე მიიღეს 80 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი.
ვაშინგტონმა ვენესუელის ნავთობს სანქციები 2018 წელს დაუწესა.
2026 წლის მარტის დასაწყისში, ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ოფიციალურად აღიარებს ვენესუელის ახალ მთავრობას დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით. მარტში ვაშინგტონმა შეარბილა ვენესუელის ოქროს მომპოვებელი სექტორისთვის დაწესებული სანქციებიც.
ასევე ნახეთ
მადურო სასამართლოს - "მე ომის ტყვე ვარ"ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი აშშ-ში ბრალდებული არიან რამდენიმე მუხლით, მათ შორის „ნარკოტერორისტული შეთქმულებისთვის". მათ ბრალი 5 იანვარს წაუყენეს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში. მადურომ და ფლორესმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს.
- სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტი პირველად 2013 წლის აპრილში გახდა.
- ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. დასავლეთის სახელმწიფოები მადუროს პრეზიდენტობას არ აღიარებდნენ.