სადიგოვის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს საფრთხის შემცველი იყო და ექსტრადიციის შესახებ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც აღსრულების პროცესი შეაჩერა.
„სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე“, - აცხადებს მიქელაძე.
მასალა არქივიდან
„თბილისი აღარ არის უსაფრთხო, არ ვიცი, რა მელის“ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დახმარებას ითხოვსასევე ნახეთ
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან“ და წერს, რა უსწრებდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას:
- 1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა (რის საფუძველზეც მანამდე გადაცემას ითხოვდა) და ამის შესახებ საქართველოს აცნობა;
- 2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს;
- 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა;
- 4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
მისივე ცნობით, ისინი მოსამართლეს სთხოვდნენ მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რასაც მანამდეც ითხოვდნენ:
„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
2024 წლის ივლისში გამოქვეყნებული მასალა.
„მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეგიძლიათო“ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ვერ ტოვებს„ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო“, - აცხადებს მისი ადვოკატი.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
ასევე ნახეთ
სტრასბურგმა სადიგოვის ექსტრადიცია შეაჩერა, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა - სოციალური სამართლიანობის ცენტრიაზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომლის გადაცემასაც აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა, 4 აპრილის ღამეს სახლში კიდევ ერთხელ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
ასევე ნახეთ
თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვიაფგან სადიგოვი თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა, ის 2025 წელს ორჯერ იყო დაკავებული აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით.