შვილი: თემო რეხვიაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

„შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირი თემო რეხვიაშვილი 33 წლისაა, მაგრამ მისი ბიოგრაფია უკვე ისტორიაა, რომლის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

თეატრისა და კინოს კურსდამთავრებულმა, პროფესიით მსახიობმა გაზეთების გაყიდვით, კურიერად მუშაობით დაიწყო და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა წიგნისთვის „კურიერის ამბები“.

მეგობრებთან ერთად დააარსა დამოუკიდებელი თეატრი „ჰარაკი“, სადაც მესამე წელია ანშლაგით იდგმება მისი პიესა „პათეტიკური მონოლოგები“.