მარნეულში მოქალაქეზე იძალადეს, საქმეში მერის ძმა ფიგურირებს

მარნეული

მარნეულში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ადგილობრივების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ძმამ მოქალაქეზე იძალადა.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა „ფეისბუკში“ ამ შემთხვევას ბიზნესგარჩევებს უკავშირებს:

„მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ. ერთ ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა დღეს ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით. ამ დანაშაულისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

განახლება: რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს.

სხვა დეტალები უცნობია.