სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში. ამის შესახებ 7 აპრილს განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, სინელნიკოვის რაიონში დაიღუპა 11 წლის ბიჭი. დაშავდა სამი ადამიანი. დამწვარია ერთი კერძო სახლი, სამი კი დაზიანებულია.
განჟას ცნობითვე, 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა ქალაქ ნიკოპოლის ცენტრში, სადაც დრონით დარტყმა იყო საქალაქო ავტობუსზე.
ასევე ნახეთ
რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყო, ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლიუკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 7 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 110 უპილოტო საფრენი აპარატით.
ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის სარდლობას დადასტურებული ჰქონდა 77 რუსული დრონის მოგერიება და 31-ით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.