მოლაპარაკებებიდან ერთ კვირაში ფაშინიანმა პუტინთან ახალი შეხვედრა დააანონსა - არჩევნების შემდეგ

ფოტოზე: ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული დაძაბული მოლაპარაკებებიდან რვა დღის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ლიდერთან ახალ შეხვედრას აანონსებს.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრა 2026 ივნისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი - სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნები 7 ივნისსაა დაგეგმილი.

„ჩვენ შევხვდებით მაღალ დონეზე შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის ივნისის მეორე ნახევარში“, - განაცხადა ხუთშაბათს, 9 აპრილს, ნიკოლ ფაშინიანმა.

მოსკოვს ჯერ არც დაუდასტურებია და არც უარუყვია ფაშინიანის ნათქვამი.

ასევე ნახეთ

კარაპეტიანის თქმით, ივანიშვილი ფაშინიანს „უგულებელყოფს“, ბიძამისს კი „სიამოვნებით შეხვდებოდა“

მოსკოვში პუტინი-ფაშინიანის ბოლო შეხვედრაზე ისაუბრეს გაზის ფასების, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და სხვა საკითხებს შორის, სომხეთის შიდა პოლიტიკაზეც.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს, სომხეთში „პრორუსულმა ძალებმა“, მათ შორის რუსული პასპორტების მქონე პატიმრობაში მყოფმა პირებმა [ასეთი მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანია] შიდა პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა პუტინთან შეხვედრა, თუმცა რკინიგზაზე შეთანხმება არ შემდგარა

პოლიტიკურმა კომენტატორმა, ჰაკობ ბადალიანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ფაშინიანმა პუტინთან არჩევნების შემდეგ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ იმ მიზნით ისაუბრა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოყალიბებული პესიმისტური წარმოდგენები „გაზვიადებულია“.

„ნიკოლ ფაშინიანი, სავარაუდოდ... ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ რახან [ის და პუტინი] შეთანხმდნენ ახალ შეხვედრაზე ივნისის მეორე ნახევარში, - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, - მაშინ რუსეთს მისთვის პოლიტიკური განაჩენი არ გამოუტანია“, - ამბობს ანალიტიკოსი, თუმცა დასძენს, რომ არ იცის, რამდენად ზუსტად ასახავს ეს რეალობას.

ასევე ნახეთ

ვნახეთ, რა მოუვიდათ საქართველოს და უკრაინას რუსეთთან მტრობით - ფაშინიანის მთავარი კონკურენტი
  • ფაშინიანი-პუტინის 1 აპრილს გამართული შეხვედრის შედეგ „როსსელხოზნადზორმა“ კვლავ გაამკაცრა კონტროლი სომხეთიდან ექსპორტირებულ კარაქზე, ყველსა და კალმახზე;
  • რუსეთში სომხური ბრენდის ერთ-ერთ წამყვან ექსპორტიორს, „პრუსიანის ბრენდის ქარხანას“ რუსეთში წარმოების ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება;
  • გამკაცრებულ კონტროლზე პასუხად სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა 6 აპრილს განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასს გაზრდის ან ერევანს სხვა ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, სომხეთი დატოვებს „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“;
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 9 აპრილს ამაზე პასუხად განაცხადა:
  • „არ მინდა სერიოზულად გავაკეთო კომენტარი ემოციური პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომლებმაც უკვე გააკეთეს მრავალი საკამათო კომენტარი, მათ შორის, კუხო-ს თემაზე“.
  • მან ასევე განაცხადა: „ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ [სომხეთის] რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესები და ვიმედოვნებთ, რომ პრორუსული ძალები თავისუფლად შეძლებენ მონაწილეობას სომხეთის მოქალაქეების ნების გამოხატვაში“.

ასევე ნახეთ

სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ