ვალდაიში პუტინის რეზიდენციის გარშემო "პანცირების" ახალი კოშკურები ააგეს

საილუსტრაციო ფოტო: საჰაერო თავდაცვის კომპლექსი "პანცირი". ყირიმი, 9 ივლისი, 2021.

2026 წლის მარტში ვალდაიში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციის გარშემო, აშენდა შვიდი ახალი კოშკურა „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ამის შესახებ რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტი „სისტემი“იტყობინება თანამგზავრული ფოტოების ანალიზის საფუძველზე.


მოპოვებული მონაცემების თანახმად, „პანცირებისთვის“ შვიდი ახალი კოშკურის მშენებლობა ერთსა და იმავე დღეს, 17 მარტს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი უკვე აღჭურვილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით.

მოსკოვის გარშემო „პანცირებით“ აღჭურვილი კოშკურების მსგავსად, ვალდაიში განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები პუტინის რეზიდენციის გარშემოც განლაგებულია დიდი და პატარა დიამეტრების ორ რგოლად.

ადრე რადიო თავისუფლებამ ასევე აღმოაჩინა, რომ თათრეთში სპეციალური ეკონომიკური ზონის, „ალაბუგის“, ტერიტორიაზე და მის გარშემო აშენდა 20-ზე მეტი კოშკურა მძიმე ტყვიამფრქვევებით, ასევე რამდენიმე პლატფორმა „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის. იქ რუსეთი აწარმოებს „გერანს“ - ირანული დრონი „შაჰედის“ მოდიფიცირებულ ვერსიებს.

ასევე ნახეთ

იყო თუ არა უკრაინული დრონების იერიში ვალდაიში?