"ალექსანდრი თბილისში ცხოვრობდა სულ ცოტა 2022 წლიდან, რატომ დაბრუნდა ბელარუსში რთული სათქმელია - ენატრებოდა სამშობლო. ვფიქრობ დაკავების რისკი ვერ შეაფასა, იმედი ჰქონდა რომ გაძვრებოდა", - თქვა კისლიაკმა.
უფლებადამცველმა განაცხადებით, 2024 წლის თავისუფლების დღის შემდეგ ბელარუსმა პროპაგანდისტებმა თავიანთ მასალებში შიშკოს ხსენება დაიწყეს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საზღვარგარეთ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფაქტზე. ამ საქმის ფარგლებში ბელარუსში გაჩხრიკეს მისი ბინაც", - დასძინა კისლიაკმა.
პროექტის Dissidentby-ს თანახმად ის 11 აპრილს დააკავეს.
25 მარტს აღინიშნება, 1918 წელს ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის - ბელარუსების პირველი ეროვნული სახელმწიფოს - დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.
საბჭოთა კავშირის პერიოდში თავისუფლების დღე ფარულად აღინიშნებოდა; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მცირე ხნით ეს დღე სახალხო დღესასწაულად იქცა, სანამ მას ალიაქსანდრ ლუკაშენკა არ აკრძალავდა.
ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის სიმბოლოები, მათ შორის თეთრ-წითელ-თეთრი დროშა - საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
ბელარუსის ხელისუფლება საზღვარგარეთ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა სისხლისსამართლებრივი დევნით, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი კი თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით და ქონების კონფისკაციით იმუქრება.
2025 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსში დაბრუნების შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. ადამიანის უფლებათა ცენტრი "Весна" რამდენიმე წელია რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას ბელარუსში საკონტროლო პუნქტებზე დაკითხვებისა და დაკავებების შესახებ. 3 აპრილს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფი ანდრეი ლიანკევიჩი პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე დააკავეს.
სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მესაზღვრეები დაკითხვას უწყობენ როგორც ბელარუსელებს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ამოწმებენ მათ მობილურ ტელეფონებს და სხვა საკითხებთან ერთად ინტერესდებიან მათი ნათესავების ვინაობისა და საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზნის შესახებ. "Позірк"- ის თანახმად, რიგ შემთხვევაში, ეს „გასაუბრებები“ დაკავებით სრულდება.
მანამდე ლუკაშენკამ ასობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან შეხვედრების შემდეგ. აშშ-მა კი მინსკისთვის მანამდე დაწესებული რამდენიმე სანქციის მოხსნის შესახებ განაცხადა.
ასევე ნახეთ
რატომ აძევებს ლუკაშენკა პოლიტპატიმრებს ბელარუსიდან?უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით 15 აპრილის მდგომარეობით ბელარუსში 900-ზე მეტი პოლიტპატიმარია.