ამ ეპიზოდში ერთმანეთს გამოცდილება და ცნობისმოყვარეობა შეხვდნენ - 95 წლის შალვა ამონაშვილი და 12 წლის ნიკო ბიბილაშვილი. 83-წლიანი სხვაობის მიუხედავად, მათ შევთავაზეთ ელაპარაკათ სიყვარულზე, დაკარგულ მეგობრებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე - ერთი სიტყვით, ისეთ რაღაცებზე, რაზეც ხანდახან დიდებსაც და პატარებსაც უჭირთ მარტივი პასუხების გამონახვა.