მადიარმა, რომლის 12 აპრილის არჩევნებში დამაჯერებლად აჯობა ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, განაცხადა, რომ დისკუსიებს იმ საკითხების განსაზღვრით დაიწყებდა, რომლებზეც მას და ევროკავშირს უკვე შეთანხმება აქვთ.
"ველოდები კონსტრუქციულ მოლაპარაკებას. ეს იოლი არ იქნება, რადგან ძალიან ცოტა დრო გვაქვს", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 5 საათზე ჩავა.
"მიზანია... ახალი მთავრობის ფორმირებამდე განვსაზღვროთ, რაზე ვართ შეთანხმებული და რა პირობებია ისეთი, რომლების კანონად მიღება მომდევნო პარლამენტმა შეეძლება რათა ისინი, ევროპულ პირობებს შეესაბამებოდეს", - განაცხადა მადიარმა.
ასევე ნახეთ
„გადატვირთვის“ მოლოდინში - რას ნიშნავს მადიარის გამარჯვება ევროკავშირისთვისმადიარი ცდილობს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 9 ან 10 მაისს დაიკავოს, იმის მიხედვით, თუ როდის დანიშნავს პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს პარლამენტში.
მისმა ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია "ტისამ" კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას საშუალებას აძლევს, შეცვალოს სასამართლო, საჯარო შესყიდვებისა და მედიის კონტროლის შესახებ კანონები, რომლებიც ორბანის მთავრობასა და ბრიუსელს შორის დაპირისპირების ცენტრში იყო.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტის დროს პოლიტიკური შეთანხმების იმედი ჰქონდა.
ბაზრები მადიარის გამარჯვების შემდეგ გააქტიურდა იმ იმედით, რომ ევროკავშირი მილიარდობით ევროს ღირებულების ფონდებს განბლოკავს და დაეხმარება თითქმის სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკას.