უნგრეთში ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა მადიარის საპარლამენტო უმრავლესობა

პეტერ მადიარი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ, პეტერ მადიარის პარტიამ "ტისა" 141 მანდატამდე გაზარდა თავისი უმრავლესობა 199 ადგილიან პარლამენტში - მას შემდეგ, რაც დათვალეს ფოსტითა და უცხოეთის მისიებით შემოსული ხმები. ამ ცნობას 18 აპრილს ავრცელებს საარჩევნო კომისია.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ტისამ" ("პატივისცემა და თავისუფლება") დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება 12 აპრილს გამართულ არჩევნებში, რითიც დასრულდა პოპულისტური ორიენტაციის, მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა.

ორბანმა სწრაფად აღიარა დამარცხება მას მერე, რაც მადიარმა მოულოდნელად მოიპოვა დიდი უპირატესობა, ამომრჩევლის სარეკორდოდ მაღალი აქტივობის ფონზე. მიღებული შედეგი მადიარს საშუალებას მისცემს შეცვალოს ორბანის მიერ მიღებული, ბევრის მხრიდან მწვავედ გაკრიტიკებული რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში.

"უპრეცედენტო უმრავლესობა, უპრეცედენტო მანდატი და, ამავდროულად, პასუხისმგებლობა" - თქვა მადიარმა განცხადებაში, საბოლოო შედეგის შესახებ.

მადიარი გამოდის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციასთან ბრძოლის დაპირებით.

ასევე ნახეთ

პეტერ მადიარი ევროკავშირთან წინასწარ მოლაპარაკებებს იწყებს შეჩერებული საფინანსო მხარდაჭერის განახლების მიზნით