ჩეჩენმა დეზერტირმა ასტანის აეროპორტში 4-თვიანი ყოფნის შემდეგ სომხეთში ჩააღწია

ზელიმხან მურთაზოვი

ჩეჩნეთის მკვიდრმა ზელიმხან მურთაზოვმა, რომელიც თითქოს ოთხი თვის განმავლობაში ასტანის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფებოდა, სომხეთში გაფრენა შეძლო. რუსეთში მას სამხედრო სამსახურის მიტოვებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ფრონტზე იძულებით დაბრუნება მოელოდა.

ზელიმხანის ძმის სიტყვებით, ყაზახეთის დატოვება მან 20 აპრილს მოახერხა - ასტანასა და ერევანს შორის პირდაპირი ფრენის დაწყების პირველსავე დღეს. ჩასვლისთანავე მას მესაზღვრეები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, რის შემდეგად სომხეთში შეუშვეს.

"ამბობს, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობს, მზეს ეფიცხება და ხუმრობს, რომ D ვიტამინს იღებს", - უთხრა თურპალმა გამოცემა "Вот так"-ს (აი, ასე). ამასთან ზელიმხან მურთაზოვის ნათესავის თქმით, სომხეთს არ მიიჩნევს სრულიად უსაფრთხო ქვეყნად ჩეჩნეთიდან, სამართლებრივ დევნას გაქცეულებისთვის.

მურთაზოვმა, დანაყოფ "ახმატთან" სამწლიანი კონტრაქტი 2022 წლის აგვისტოში გააფორმა. მისი სიტყვებით, ჩეჩენი ძალოვნების მუქარით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ომში წაიყვანდნენ მის უმცროს ძმებს.

"კავკაზ რეალიისთან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ თითქოს სამი წლის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქში მიწის სამუშაოებს ასრულებდა, კონტრაქტი კი მისი თანხმობის გარეშე. ავტომატურად გაახანგრძლივეს.

ასევე ნახეთ

„ხალხის მოსაკლავად არ მოვსულვარ ამქვეყნად“ - დეზერტირობის მსოფლიო ისტორია

2025 წლის ოქტომბერში მურთაზოვი შვებულებაში გავიდა და ყაზახეთის გავლით თურქეთში გაიქცა. თუმცა მესაზღვრეებმა ის ქვეყანაში არ შეუშვეს და ასტანაში დააბრუნეს.

მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ყაზახეთს აუკრძალა ჩეჩენი მანსურ მოვლაევის რუსეთში ექსტრადირება.

ყაზახეთსა და ხორვატიაში თავშესაფრის მაძიებელი ჩრდილოკავკასიელები მათი უფლებების დარღვევების შესახებ საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ პატიმრობა, წამება ან ომში იძულებითი გაგზავნა ელით, უცხოური საემიგრაციო სამსახურები ამას მხედველობაში არ იღებენ და რუსეთში ექსტრადირებას ახდენენ.

ასევე ნახეთ

„აქაც მისწვდნენ“ - ჩეჩენი ქალის სიკვდილი ერევანში