აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრის თანამდებობა დატოვა ჯონ ფელანმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარდგინებით ამ პოსტზე 2025 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ფელანი ფლორიდაში ხელმძღვანელობდა კერძო საინვესტიციო ფონდს.
- აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამინისტრო პენტაგონის სტრუქტურაშია, დაკავებულია ფლოტის ორგანიზებისა და აღჭურვის საკითხებით და მას სამოქალაქო პირი ხელმძღვანელობს.
ოფიციალური განცხადება, რომ ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა, 22 აპრილს ღამით გაავრცელა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა. მას ფელანის წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. მინისტრის მოვალეობას მოადგილე, ჰუნ კაო შეასრულებს.
ჯონ ფელანი, როგორც სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრი, ჩართული იყო „ოქროს ფლოტის“ მშენებლობის პროექტში, რომლის პრეზენტაცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის დეკემბერში გამართა.
ასევე ნახეთ
აშშ-ს ახალი, „ტრამპის კლასის“ საბრძოლო გემები ექნებაამერიკული გამოცემა New York Times-ის და ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, ჯონ ფელანს კონფლიქტი ჰქონდა პენტაგონის ხელმძღვანელებთან, მათ შორის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან. წყაროთა თანახმად, ჰეგსეთი უკმაყოფილო იყო ახალი გემების მშენებლობის პროექტის რეალიზების ნელი ტემპით და იმითაც, რომ ფელანს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან.
ჯონ ფელანმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრის თანამდებობა დატოვა იმ პერიოდში, როცა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დაბლოკილია გემების მოძრაობა ირანის პორტებისკენ და პორტებიდან.
პენტაგონში აპრილის დასაწყისიდან უკვე მეორე მაღალჩინოსანი შეცვალეს. 2 აპრილს არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა გენერალმა რენდი ჯორჯმა. პენტაგონს არც მისი გადადგომის მიზეზი დაუსახელებია.
ასევე ნახეთ
გენერალმა რენდი ჯორჯმა დატოვა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა2006 წლის მარტსა და აპრილში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სხვა მაღალჩინოსნებმაც დატოვეს.
მარტში გადადგა შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი. აპრილის დასაწყისში ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა პემ ბონდი. აპრილის მეორე ნახევარში შრომის მინისტრის პოსტიდან გადადგა ლორი ჩავეს-დერემერი.
გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს დაითხოვოს სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც მოვალეობებს ვერ უმკლავდებიან ან „ძალიან ბევრ ნეგატივს იწვევენ“.