სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (შპს "ენგურჰესის") შვილობილი კომპანიის, შპს „კოდორიჰესების“ (ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე) დეპარტამენტის უფროსი. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან.
„მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი“, - აცხადებენ სუსში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სუსის ცნობით, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და „აღიარა დანაშაული“.
რადიო თავისუფლება სუსის პრესსამსახურთან და „ენგურჰესის“ დირექტორთან ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.