აშშ აღარ აპირებს გაახანგრძლივოს პაუზა რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციებისთვის

ჰორმუზის სრუტე

ვაშინგტონი აღარ აპირებს კვლავ გაახანგრძლივოს ნებართვა რუსეთის იმ ნავთობის შესყიდვაზე, რომელიც უკვე ხომალდებზეა დატვირთული და ზღვაში იმყოფება. ეს სააგენტო Associated Press-ს უთხრა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა. მისი თქმით, აბსოლუტურად გამორიცხულია ირანის ნავთობისთვის ერთჯერადად დაწესებული მსგავსი ზომების გახანგრძლივებაც.

ბესენტის განცხადებით, სანქციების რეჟიმის დასუსტება იყო დროებითი ზომა, რომელიც შემოიღეს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყნის თხოვნით, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისის გამო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე.

აშშ-მა დროებითი ზომის სახით სანქციები მარტში შეასუსტა. მაშინ 30 დღის განმავლობაში გახდა შესაძლებელი რუსეთის იმ ნავთობის შესყიდვა, რომელიც ტანკერებზე 12 მარტამდე იყო დატვირთული.

პირველ ეტაპზე ლიცენზია 11 აპრილამდე მოქმედებდა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ის არ გახანგრძლივდებოდა. მაგრამ 18 აპრილს უწყებამ გამოსცა ახალი ლიცენზია, სადაც ზომების შესუსტება ვრცელდებოდა ტანკერებზე 17 აპრილამდე დატვირთულ ნავთობზე.

ბესენტის შეფასებით, ამ ზომებიდან რუსეთმა დამატებით მიიღო დაახლოებით ორ მილიარდამდე დოლარის მოგება.

ასევე ნახეთ

აშშ-მა 30 დღით გაახანგრძლივა პაუზა რუსული ნავთობის სანქციებზე