ასადი და მისი ძმა მაჰერი სირიიდან გაიქცნენ და მათ დაუსწრებლად გაასამართლებენ, თუმცა მათი ერთ-ერთი ნათესავი, უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, ატეფ ნაჯიბი, ბრალდებულის სკამზე იჯდა ხელბორკილებით.
სასამართლო წყარომ, რომელიც AFP-ს ესაუბრა და არ ისურვა ვინაობის გამხელა, განაცხადა, რომ ეს პროცესი ასადის, მისი ძმის და სხვა ცნობილი ფიგურების, მაგალითად, ნაჯიბის, სასამართლო პროცესებისთვის მზადების დასაწყისია.
ნაჯიბი, რომელიც 2025 წლის იანვარში, ასადის მთავრობის დამხობის შემდეგ დააკავეს, დამასკის სასამართლოში ციხის ზოლიანი მაისურით მიიყვანეს.
მანამდე ის სირიის პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა სამხრეთ პროვინცია დარააში, სადაც 2011 წელს სირიაში პირველი აჯანყება დაიწყო. მას ბრალად ედება რეპრესიებისა და დაპატიმრებების ფართომასშტაბიანი კამპანიის ხელმძღვანელობა.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანმა და სირიამ ირანის წინააღმდეგ პირი შეკრეს - ფიქრობენ თეირანში
ასადი მოსკოვში გაიქცა, როდესაც შეიარაღებული ძალები ისლამისტების მეთაურობით დამასკს მიუახლოვდნენ 2024 წლის დეკემბერში, რითაც მისი ოჯახის ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის მმართველობა დასრულდა.
პირველ სხდომაზე, რომელიც „მოსამზადებელ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ პროცედურებს“ მიეძღვნა, მოსამართლეს ნაჯიბი არ გამოუკითხავს. მან განაცხადა, რომ მეორე მოსმენა 10 მაისს გაიმართება.
სასამართლოს წყაროს ცნობით, სასამართლოს სხდომებში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ვასიმ ალ-ასადი, გაძევებული პრეზიდენტის კიდევ ერთი ნათესავი, ყოფილი უმაღლესი მუფთი აჰმედ ბადრედინ ჰასუნი, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სფეროების ოფიციალური პირები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ ბოლო თვეებში დააკავა.
სირიის გარდამავალმა პრეზიდენტმა აჰმად ალ-შარამ დაახლოებით ერთი წლის წინ ახალი მთავრობა შექმნა. მანამდე ასადის დამხობის შემდეგ ქვეყანას გარდამავალ მთავრობა მართავდა.
მეამბოხეები, რომლებმაც ბაშარ ასადი განდევნეს, და რომელთა მეთაური, ალ-შარა ტერორისტთა სიაში იყო, ხოლო მისი მიკვლევისთვის დიდი ფულადი ჯილდო იყო აშშ-ის მიერ დაწესებული, ინარჩუნებენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებს.
პრემიერმინისტრს სირიაში არ აირჩევენ, სავარაუდოდ, მთავრობას გარდამავალი პრეზიდენტი, ალ-შარა უხელმძღვანელებს.
მან თქვა, რომ სურს სტაბილური და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. გარდამავალი კონსტიტუცია ითვალისწინებს შემდეგ არჩევნებს ხუთ წელიწადში.