არმიასა და ტუარეგების მოკავშირე ჯიჰადისტებს შორის ორდღიანმა სასტიკმა ბრძოლებმა დასავლეთ აფრიკის ქვეყნის სამხედრო მთავრობის მომავალი გაურკვეველი გახადა.
თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა მოკლეს, ხოლო სამხედრო ლიდერი- გენერალი ასიმი გოიტა, რომელმაც 2020 წელს გადატრიალება მოაწყო, რამაც ხუნტა ხელისუფლებაში მოიყვანა, შაბათ-კვირას ბრძოლის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა.
ასევე ნახეთ
აჯანყებულები, სამხედრო ხუნტა და რუსეთის აფრიკული კორპუსის დანაკარგები - რა ხდება მალიში?დედაქალაქ ბამაკოს გარშემო რამდენიმე სტრატეგიული ქალაქი და ტერიტორია შაბათს გამთენიისას ტუარეგი მეამბოხეების აზავათის გათავისუფლების ფრონტის (FLA) კოალიციის და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისა და მუსლიმების მხარდაჭერის ჯგუფის (JNIM) მიერ განხორციელებული შეტევის სამიზნე გახდა.
„ჩვენ დავტოვეთ კიდალი. ჩვენ იქ აღარ ვართ. კიდალში ჯიჰადისტები და გათავისუფლების მოძრაობაა“, - განუცხადა AFP-ს ორშაბათს გუბერნატორთან დაახლოებულმა წყარომ.
მცხოვრებლებმა AFP-ს დაუდასტურეს, რომ ნახეს მალელი ჯარისკაცები და მათი რუსი დაქირავებული მხარდამჭერები, რომლებიც ქალაქს ტოვებდნენ.
ჩრდილოეთ მალიში აზავათის ტერიტორიაზე პრეტენზიის მქონე სეპარატისტულმა დაჯგუფებამ, "გათავისუფლების" მოძრაობამ, შაბათ-კვირას განაცხადა, რომ მას კიდალზე „სრული“ კონტროლი აქვს.
მათ განაცხადეს, რომ კიდალიდან გავიდა რუსეთის “აფრიკის კორპუსის“ რუსი დაქირავებული ჯარისკაცები გავიდოდნენ.
კიდალი, დამოუკიდებლობის მომხრეთა დასაყრდენი იყო წლების განმავლობაში. 2023 წლის ნოემბერში არმიამ რუსეთის “აფრიკის კორპუსის” წინამორბედის, დაქირავებულ მეომართა რაზმის “ვაგნერის” ჯარისკაცების მხარდაჭერით ქალაქი ხელში ჩაიგდო.
მალის უსაფრთხოების წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ ხუნტას ლიდერი გოიტა უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, გოიტამ ჯიჰადისტებთან ბრძოლის პირობა დადო და თავდაპირველად მალიში, სადაც ოქრო და სხვა ძვირფასი მინერალებია, სამოქალაქო მმართველობის დაბრუნებას დაჰპირდა.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ 200-ზე მეტი „ტერორისტი მოკლეს ყველა თავდასხმის ზონაში“.
ორშაბათს რამდენიმე ადგილობრივმა მედიასაშუალებამ სამხედრო მმართველების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
თუმცა, ოპოზიციურმა „რესპუბლიკის ძალების კოალიციამ“ განაცხადა, რომ მალი „საფრთხის ქვეშაა“.