- ეს ოპერაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 4 მაისს დაიწყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) და მიზნად ისახავდა ირანის მიერ დაბლოკილ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო გემების ტრანზიტის ხელშეწყობას.
„თავისუფლების პროექტის“ მოკლე დროით შეჩერების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 5 მაისს დაწერა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე.
ტრამპმა გადაწყვეტილება ახსნა ირანთან მოლაპარაკების პროცესში შუამავალი პაკისტანის და სხვა ქვეყნების თხოვნით, ირანის წინააღმდეგ „უზარმაზარი სამხედრო წარმატებებით” და „მნიშვნელოვანი პროგრესით” ირანთან სრული და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, „თავისუფლების პროექტი“ დროებით შეჩერდება, რათა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევა და ხელმოწერა. ამასთან, ტრამპის ინფორმაციით, ჯერჯერობით გაგრძელდება ირანის საზღვაო ბლოკადა.
„თავისუფლების პროექტის“ შეჩერების გამო ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა უკან დაიხია ჰორმუზის სრუტეში ირანის ბლოკადის გარღვევის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ.
ასევე ნახეთ
ამერიკის ბლოკადა ირანის ბლოკადის წინააღმდეგ - რამდენს გაუძლებს ისლამური რესპუბლიკა?- აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების თავისუფალი ნავიგაციის ხელშეწყობის ოპერაციაში „თავისუფლების პროექტი“ ჩართეს 15 ათასი სამხედრო, საბრძოლო გემები და თვითმფრინავები.
- 4 მაისიდან, ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანმა რამდენიმე გემზე შეტევა მიიტანა, რამაც საფრთხე შეუქმნა აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.
- შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს სრული განადგურებით დაემუქრა ამერიკულ გემებზე თავდასხმის შემთხვევაში.
- ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 5 მაისს სავაჭრო გემები ისევ გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში ერთადერთი უსაფრთხო მარშრუტი ირანის მიერ განსაზღვრული დერეფანია და მისგან გადახვევას მტკიცე პასუხი მოჰყვება.
ასევე ნახეთ
ვაშინგტონს გაეროში რეზოლუცია შეაქვს, ამბობს, რომ ირანს "მძევლად ჰყავს მსოფლიოს ეკონომიკა"ირანმა მის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაბლოკა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოს მიეწოდებოდა ნავთობის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 20%.
ბლოკადამ საწვავის მიწოდების პრობლემა და მისი გაძვირება გამოიწვია.
აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7 აპრილიდან მოქმედებს. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს. აშშ-ის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ირანმა ბირთვული პროგრამა შეწყვიტოს.