2026 წლის პირველი მაისიდან, რუსეთის ჯარების შეტევების შედეგად უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 70 სამოქალაქო პირი და 500-ზე მეტი დაიჭრა. ეს მონაცემები 6 მაისს, დღის ბოლოს გამოაქვეყნა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ.
მხოლოდ 5 მაისს რუსეთის დარტყმებს ემსხვერპლა 28 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. 194 დაიჭრა.
მაისის დასაწყისიდან რუსული ავიაბომბებით, რაკეტებით და დრონებით დარტყმებმა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, პოლტავის, ოდესის, ტერნოპოლის და როვნოს ოლქებში.
დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის არიან მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დარტყმების დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
ასევე ნახეთ
უკრაინაზე რუსული რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, დაღუპულთა შორის მაშველები არიანასევე ნახეთ
რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზეგაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია წერს, რომ არსებული ცნობებით, 1-5 მაისის პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიღუპა 10 ადამიანი, მათგან 5 ყირიმის ქალაქ ჯანკოიში დრონებით დარტყმის შედეგად. 2 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა რუსეთის ქალაქ ჩებოქსარიში.
გაეროს მისიის განცხადებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით, მხარე, რომელიც შეტევას ახორციელებს, ვალდებულია ყველა ზომას მიმართოს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაციისთვის, შეტევის დროისა და იარაღის სახეობის გათვალისწინებით.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩაშალაუკრაინამ მის მიერ 6 მაისს გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის“ დარღვევაში დაადანაშაულა რუსეთი, რომელიც თავის მხრივ, დროებითი ზავის გამოცხადებას 8-9 მაისს აპირებს „დიდ სამამულო ომში გამარჯვების" 81-ე წლისთავისა და მოსკოვის წითელ მოედანზე დაგეგმილი აღლუმისთვის.
რუსეთი კიევის ცენტრზე დარტყმით იმუქრება, თუ უკრაინა 9 მაისის აღლუმის ჩაშლას შეეცდება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მაისს, დღის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინა სარკისებრ იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ვითარება იქნება ღამით და სამართლიან პასუხებს განსაზღვრავს.