„გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახალარჩეულ წინამძღოლს მაღალი და საპასუხისმგებლო წოდების მიღებას“, - წერს იგი ფეისბუკზე.
ეპიფანე მისალოც წერილში ახსენებს გარდაცვლილ პატრიარქს, ილია მეორეს და წერს, რომ „[მისი] ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურების და თავისი ხალხისადმი სულიერი მზრუნველობის მაგალითი იყო“.
იგი ახალარჩეულ პატრიარქს უსურვებს „მრავალ კურთხეულ წელიწადს, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი“.
ასევე ნახეთ
საქართველოს პატრიარქად მოსაყდრე შიო აირჩიესახალი პატრიარქი - შიო მესამე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, გაიმართება სვეტიცხოველში.
პატრიარქი ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
2026 წლის 11 მაისს შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, მათ შორის გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.