Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიო III-ს პატრიარქად არჩევა მიულოცეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა

საქართველოს პატრიარქი შიო III
საქართველოს პატრიარქი შიო III

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მიულოცა.

"ძლიერი საქართველო - ლელოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ სჯერათ, "ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში".

"ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას, რელიგიური თავისუფლების დაცვასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, სადაც თითოეული ინსტიტუცია საკუთარი პასუხისმგებლობით ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას.

ღმერთის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, ერთობა და ღირსეული მომავალი ჰქონოდეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, "წარმატებას უსურვებენ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში" პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

"გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, გაიმართება სვეტიცხოველში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG