მათი ცხრა თვის შვილიშვილი საავადმყოფოშია სერიოზული ჭრილობებით. ჩვენი ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად... რუსეთი განაგრძობს უკრაინელების ხოცვასა და დასახიჩრებას და ამიტომაც მასზე ზეწოლა არანაირად არ უნდა შემსუბუქდეს", - დაწერა 12 მაისს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის დიპლომატიისკენ იძულება შესაძლებელია "მხოლოდ მტკიცე ერთობლივ ზეწოლითა და უკრაინის გაძლიერებით", მისი ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებით.
სამშაბათსვე, რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტი ზელენსკი აგრეთვე იუწყებოდა რუსეთის სხვა თავდასხმებზე და განსაკუთრებით გამოყო მძიმე ვითარება ხერსონში:
"რუსებმა იქ ფაქტობრივად მოაწყვეს ნადირობა ადამიანებზე. მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს თავდაცვა, მეტი გადამტაცი, მეტი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება, ჩვენი მეტი ეკიპაჟი უნდა იყოს სწორედ იქ, ქალაქში".
ასევე ნახეთ
უკრაინა აცხადებს, რომ ზავის გაგრძელებაზე უარი რუსეთმა თქვაზელენსკი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ხერხდება "გამოწვევებზე ნაწილობრივი რეაგირება", თუმცა სწორედ იქ არის ძალიან რთული ვითარება და "ძალიან ძნელია ადამიანების ევაკუაცია", რისთვისაც ის საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მოქმედება.
"ჩვენ ვთავაზობდით სიჩუმეს" - წერს ზელენსკი, რომლის განმარტებით, უკრაინას გამოცხადებული აქვს, რომ "იმოქმედებს სარკისებურად რუსეთის საპასუხოდ" და რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმები ამისი ნაწილია.
"სამწუხაროდ, სამი დღის განმავლობაში შედარებითი სიჩუმის შემდეგ, კვლავ „შაჰედებით“ თავდასხმები, კვლავ ავიაბომბები. ფრონტზე აქტივობა კვლავაც მაღალია. ამიტომაც ვპასუხობთ".
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინის ევროპელ პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც 12 მაისს გაიმართა შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე:
"ეტაპობრივად ვავითარებთ ევროპაში ანტიბალისტიკის წარმოების თემას, ვაყალიბებთ ანტიბალისტიკურ კოალიციას. ღირს ამის გაკეთება და ახლა ყველაზე ახლოს ვართ შედეგთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ანტიბალისტიკის თემაზე დღეს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა 13 ქვეყანა და ნატოს გენერალური მდივნის ოფისი. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა".
ზელენსკის სიტყვებით, "არ არსებობს ვინმე ერთის გამარჯვება და არ არსებობს ცალკე ვიღაცის მედეგობა. უნდა მივიდეთ მთავარ მიზნამდე და ეს ჩვენი საერთო მიზანია, რომელსაც არ ვთმობთ - ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს მიწას, ჩვენს სუვერენიტეტს".
12 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო პატაკი კონტინენტთაშორისი სარაკეტო კომპლექს "სარმატის" გამოცდაზე და კვლავ ილაპარაკა ბირთვული შეიარაღების პროგრამის განვითარებაზე.
ასევე ნახეთ
პუტინი "სარმატის" გამოცდაზე: ეს არის მსოფლიოში უმძლავრესი სარაკეტო კომპლექსი9 მაისს მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე გამართული აღლუმის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები დასასრულს უახლოვდება და არ გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას.