სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, რომ ტაივანის საკითხის მიმართ არასწორად მოპყრობამ კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 14 მაისს, ორდღიანი სამიტის დაწყებისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხზე უთანხმოებამ შესაძლოა ურთიერთობები სახიფათო გზაზე დააყენოს და კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტაივანზე, - კუნძულზე, რომელიც დემოკრატიულად იმართება, და რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს, - მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის ლიდერის დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა სი ძინპინმა ილაპარაკა.

მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის ანგარიშში ტაივანი არ იყო ნახსენები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელიც ტრამპთან ერთად ჩინეთში იმყოფება, NBC News-ს დაუდასტურა, რომ ტაივანის საკითხი განიხილეს და თქვა, რომ ჩინელები „ყოველთვის აყენებენ ამ საკითხს თავიანთი მხრიდან, ჩვენ ყოველთვის ნათლად ვაცხადებთ ჩვენს პოზიციას და გადავდივართ სხვა თემებზე“.

მოლაპარაკების აშშ-ისეულ შეჯამებაში მეტი ყურადღება დაეთმო შეხვედრის მონაწილეების სურვილს, ხელახლა გახსნილიყო ჰორმუზის სრუტე - მთავარი საზღვაო გზა, რომელიც ირანმა ჩაკეტა მის წინააღმდეგ ომის საპასუხოდ. ამის ერთი მიზეზი სი ძინპინის აშკარა ინტერესია ამერიკული ნავთობის შეძენის მიმართ, რათა შეამციროს ჩინეთის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთის საწვავზე.

ასევე ნახეთ

პეკინში გაიმართა სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში თითქმის ათწლეულის განმავლობაში პირველმა ვიზიტმა დამატებითი მნიშვნელობა შესძინა, რადგან ის ეკონომიკურ სარგებელს ეძებს.

სი ძინპინის თქმით, 13 მაისს სამხრეთ კორეაში აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ჯგუფებს შორის მოსამზადებელმა მოლაპარაკებებმა „გაწონასწორებულ და დადებით შედეგებს“ მიაღწია, ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანგარიშში.

მოლაპარაკებების მიზანი იყო მყიფე სავაჭრო ზავის შენარჩუნება, რომელსაც ლიდერებმა ბოლო შეხვედრის დროს, ოქტომბერში მიაღწიეს, როცა ტრამპმა ჩინურ საქონელზე სამნიშნა ტარიფები შეაჩერა, ხოლო სი ძინპინმა უარი თქვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იშვიათი მიწების გლობალური მიწოდების შეზღუდვაზე.

მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეაში ხელმძღვანელობდა ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ის პროგრესს ელოდა მომავალი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდაჭერის მექანიზმების შექმნის საკითხში და განცხადებას Boeing-ის თვითმფრინავების მსხვილი შეკვეთების შესახებ ჩინეთის მხრიდან.

ჩინეთის ლიდერმა ტრამპს უთხრა, რომ ტაივანი მათთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო და თუ არასწორად მიუდგებოდნენ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები უკიდურესად სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყნების შეტაკება და თვით კონფლიქტიც შეიძლება გამეწვია, ნათქვამია მოლაპარაკებების პეკინისეულ ანგარიშში. ტრამპმა არ უპასუხა რეპორტიორის ხმამაღლა დასმულ კითხვას, განიხილეს თუ არა ლიდერებმა ტაივანი, როდესაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის „ზეცის ტაძართან“ ფოტოსესია იმართებოდა.

ტაიპეის სააგენტოს ცნობით, სამიტზე მოულოდნელი არაფერი მომხდარა, და რომ ჩინეთზე სამხედრო ზეწოლაა მშვიდობისთვის რეალური საფრთხე.

Reuters-ის მიერ მოპოვებული ცნობით, აშშ-მა 10-მდე ჩინურ ფირმას მისცა Nvidia-ს მძლავრი H200 “ხელოვნური ინტელექტის” ჩიპის შეძენის ნებართვა, თუმცა, ჯერჯერობით პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა.

Boeing-ის თვითმფრინავების გარდა, ვაშინგტონი ცდილობს ჩინეთისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ენერგიის მიყიდვას, რათა შეამციროს სავაჭრო დეფიციტი. პეკინი სურს, რომ აშშ-მა შეამსუბუქოს შეზღუდვები ჩიპების დამამზადებელი აღჭურვილობისა და მოწინავე ნახევარგამტარების ექსპორტზე.

ასევე ნახეთ

ჰორმუზის სრუტის მახლობლად გემზე თავდასხმაზე იტყობინებიან, როცა ტრამპი სი ძინპინთან ირანის საკითხს განიხილავს