ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში.
პრეზიდენტი სი ბოლოს 2015 წლის სექტემბერში იმყოფებოდა თეთრ სახლში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიწვევით.
სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიწვია მიმდინარე კვირაში ჩინეთში ვიზიტისას.
ასევე ნახეთ
პეკინში გაიმართა სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრადონალდ ტრამპი 14 მაისს შეხვდა სი ძინპინს. სახალხო კრების (პარლამენტის) შენობაში მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ.
ასევე ნახეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სი ძინპინის თქმით, ჩინეთი ირანს არ მისცემს სამხედრო აღჭურვილობასმოლაპარაკების დაწყების წინ დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა, რომ დიდი პატივია იყოს მისი მეგობარი, სის დიდი ლიდერი უწოდა და განაცხადა, რომ ჩინეთს და აშშ-ს ექნებათ იმაზე უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე ოდესმე და ფანტასტიკური საერთო მომავალი.
თავის მხრივ, სი ძინპინმა თქვა, რომ აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები, რაც მომგებიანია არა მხოლოდ ორი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.