აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება ჩინეთში, FOX News-ს უთხრა, რომ მასპინძელმა მას განუცხადა, რომ არ მიაწვდის თეირანს სამხედრო აღჭურვილობას.
დონალდ ტრამპის თქმით, სი ძინპინმა ეს „ძლიერად“ თქვა.
„მან თქვა, რომ არ მისცემს სამხედრო აღჭურვილობას. ეს
დიდი განცხადებაა. ეს დღეს თქვა... მან ეს ძლიერად თქვა“.
ტრამპის თანახმად, ჩინეთი ირანისგან საკმაო რაოდენობის ნავთობს ყიდულობს და სურს ეს გააგრძელოს, ამიტომ სურს ჰორმუზის სრუტე გაიხსნას.
აშშ-მა გასულ თვეებში ჩინეთის კომპანიებს სანქციები დაუწესა ირანის ნავთობის შესყიდვის გამო.
ირანთან ერთად ტრამპის და სის საუბრის თემა იყო ტაივანი, ასევე სავაჭრო ურთიერთობა.
ტრამპმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ ჩინეთი დათანხმდა ბოინგის 200 თვითმფრინავის შესყიდვას 500-ის ნაცვლად, როგორც ამას სამრეწველო წრეებში ვარაუდობდნენ.
ეს იქნება ჩინეთის მიერ აშშ-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავების პირველი შესყიდვა ბოლო ათ წელიწადში.
ფორუმი