ფაშინიანი კვლავ აკრიტიკებს ლუკაშენკას და „კუხოს“

„ვგულისხმობთ ბელარუსის პრეზიდენტს, რომელიც მონაწილეობდა 44-დღიანი ომისთვის მზადებაში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, შაბათს, 16 მაისს კვლავ გააკრიტიკა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის გარშემო არსებულია „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ („კუხო“).

„ჩვენ გვაქვს სახელშეკრულებო, დე იურე, იურიდიულად სავალდებულო დებულებები, როდესაც გვყავს უსაფრთხოების გარანტები, რომლებიც ვალდებულნი არიან ჩვენი უსაფრთხოება დაიცვან, მაგრამ ერთ-ერთმა ამ უსაფრთხოების გარანტმა, ფაქტობრივად, ძალიან ღია და გამჭვირვალე განცხადება გააკეთა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

„ვგულისხმობთ ბელარუსის პრეზიდენტს, რომელიც მონაწილეობდა 44-დღიანი ომისთვის მზადებაში. ეს ადამიანი ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი იყო“, - განაცხადა ფაშინიანმა, რომელიც ერევანში საარჩევნო კამპანიას მართავს.

ფაშინიანს აქამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია ბელარუსი 2020 წლის ყარაბაღის მეორე, 44-დღიან ომის წინ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში.

ასევე ნახეთ

ვერ ვხედავ შანსს, რომ სომხეთი ОДКБ-ში დაბრუნდეს - სომხეთის საგარეო მინისტრის მოადგილე
  • 2026 წლის 3 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს სომხეთის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ/კუხო) დაბრუნების შესაძლებლობას;
  • „ვერ ვხედავ ვერავითარ შანსს, რომ სომხეთი ["კუხო-ში"] დაბრუნდეს, ხოლო დანარჩენი ნაბიჯები საჭიროებისამებრ და საჭირო დროს უნდა გადაიდგას“, - განაცხადა მან.

ბელარუსსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობებია დაძაბულია.

ასევე ნახეთ

სომხეთი საბოლოოდ ემშვიდობება კუხო/ОДКБ-ს?

მაისის დასაწყისში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული (Chargé d'Affaires) საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.

ამას წინ უძღოდა მინსკის მიერ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის მკაცრი კრიტიკა მის მიერ ბელარუსის რუსეთის „გუბერნიად“ მოხსენიების გამო.

ალენ სიმონიანმა პირველ მაისს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხეთი გუბერნიად იქცეს. ჩვენ ვერ გვმართავენ ისე, როგორც ბელარუსს“.

ასევე ნახეთ

„ბელარუსივით გუბერნია არ გავხდებით“ - მინსკმა სომეხ დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცა