სლოვაკეთის ხელისუფლება აზერბაიჯანთან გრძელვადიანი კონტრაქტის ხელმოწერას აპირებს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. საქმე ეხება მინიმუმ ათწლიან ვადას. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ,ტომაშტარაბამგანაცხადა.
„სლოვაკიას სურს ენერგეტიკული იმპორტის დივერსიფიკაცია და აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან სანდო პარტნიორია,“ თქვა მან. ვიცე-პრემიერის თქმით, ამას ადასტურებს ენერგომატარებლების იმპორტში აზერბაიჯანის დახმარება უკრაინის გავლით ტრანზიტთან დაკავშირებით გაჩენილი კრიზისის პერიოდში.
ამასთან, ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი ცენტრალურ ევროპაში აზერბაიჯანული გაზი მიწოდების საშუალებები. ამჟამად მხარეები განიხილავენ, რომელი მილსადენები შეიძლება იქნეს გამოყენებული და რა მოცულობით, დასძინა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა.
მანამდე ამავე საკითხებზე ისაუბრა სლოვაკეთის უდიდესიენერგოოპერატორის, Slovensky Plynarensky Priemysel-ს (SPP), ხელმძღვანელმა მარტინჰუსკამ. მისი თქმით, ეძებენ ბუნებრივი აირის ახალ მიმწოდებლებს ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, ეტაპობრივად შეწყვიტოს რუსეთისგან გაზის შესყიდვა. ბრიუსელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც სლოვაკეთის მხარე იტყობინება, გრძელვადიანი იმპორტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის კომპანია SOCAR-თან. 2024 წელს აზერბაიჯანმა საპილოტე კონტრაქტის ფარგლებში აიწყო სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება.
ევროპის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, 2027 წლის 1 ნოემბრისთვის შეწყვიტოს რუსეთიდან გაზის იმპორტი. ეს აკრძალვა 2026 წლის იანვარში დამტკიცდა კვალიფიციური უმრავლესობით. გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი უნდა შეწყდეს 2026 წლის ბოლომდე, მილსადენებით მიწოდება კი - 2027 წლის 30 სექტემბრამდე. მაგრამ ეს ვადა შეიძლება 2027 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდეს, თუკი ევროკავშირის ქვეყნები გაზის საცავების შევსებისას პრობლემებს წააწყდებიან.
ევროკავშირის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სლოვაკეთმა და უნგრეთმა - კავშირის უკანასკნელმა ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთისგან პირდაპირი გზით შეისყიდიან გაზს - განაცხადეს, რომ სასამართლოს მიმართავენ. 2025 წლის სექტემბერში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტფიცომგანაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთისგან წელიწადში 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს.