პოლონელი პროკურორების თქმით, გაქცეული ყოფილი მინისტრი იტალიიდან აშშ-ში გადაფრინდა

ზბიგნევ ჟიობრო (არქივი)

პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ჟიობრო, რომელსაც ბრალი ძირითადად პოლიტიკური სარგებლის მიზნით ფულის, სავარაუდოდ, არამიზნობრივ გამოყენებაში ედება, 9 მაისს მილანის აეროპორტიდან შეერთებულ შტატებში გაფრინდა.

Reuters-მა საქმეში ჩახედულ სამ პირზე დაყრდნობით ამ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს დაავალა, ხელი შეეწყოთ ჟიობროსთვის ვიზის მიღებისა და დამტკიცების საქმეში, რაც მას უნგრეთიდან შეერთებულ შტატებში გაქცევის საშუალებას მისცემდა.

ჟიობრო მემარჯვენე პარტია „სუვერენა პოლსკას“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. წლების განმავალობაში იყო იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი.

ის პოლონეთში სადავო სასამართლო რეფორმის არქიტექტორად ითვლება. მან არაერთხელ უარყო, რომ ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები სავალდებულოა პოლონეთისთვის და არ გამორიცხა პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა.
2023 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავადმყოფობის პერიოდში ის უნგრეთში წავიდა და იქ მიიღო თავშესაფარი.

ასევე ნახეთ

ვინ აბრუნებს რუსეთს დიდ სპორტსა და კულტურაში