რა ვიცით თბილისი-ბაქოს სარკინიგზო რეისზე, რომელიც 26 მაისიდან განახლდება

რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

მომდევნო სამშაბათს, 26 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. შვეიცარიული „შტადლერის“ მატარებელი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს (თბილისი-ბაქო) შორის მგზავრებს ყოველდღიურად გადაიყვანს. ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია.

მატარებელების განრიგი

თავდაპირველი განრიგის მიხედვით:

  • ბაქოდან მატარებელი 23:10 საათზე გამოვა, თბილისში კი 08:41 საათზე იქნება;
  • თბილისიდან 21:00 საათზე გავა, ბაქოში კი 06:24 საათზე ჩავა.

მგზავრობის დროში გათვალისწინებულია ორსაათიანი შემოწმება: ერთი საათი საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, ერთი კი აზერბაიჯანის.

სად გაჩერდება მატარებელი?

საქართველოში მატარებელი ორ ადგილზე გაჩერედება:

  • რკინიგზის ცენტრალურ სადგურში (სადგურის მოედანი);
  • გარდაბანი.

აზერბაიჯანში ექვსი გაჩერება ექნება:

  • ბოიუკ კესიკი;
  • აღსტაფა;
  • განჯა;
  • ევლახი;
  • ბილაჯარი;
  • ბაქოს რკინიგზის სადგური.

ბილეთის ფასი

საქართველოს რკინიგზას ბილეთების გაყიდვა არ დაუწყია. ქართული მხარე, აზერბაიჯანული რკინიგზისგან განსხვავებით, არც დეტალებზე საუბრობს.

აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, ბაქო-თბილისის ბილეთი 81 აზერბაიჯანული მანათი ეღირება, რაც დაახლოებით 128 ლარია.

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა

ექსვწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, 2026 წლის 26 მაისს აღდგება. სარკინიგზო ხაზზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილმა შემადგენლობებმა ბოლოს 2019 წელს გაიარა.