ვიაჩესლავ გლადკოვი არის რუსეთის ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი. მან გუბერნატორის პოსტი ახლახანს, 2026 წლის 13 მაისს დატოვა.
РБК 21 მაისს გავრცელებულ სტატიაში წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ დაუდასტურა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ და კიდევ ორმა თანამდებობის პირმა;
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა წყარომ დასძინა, რომ გლადკოვს სურდა, სწორედ ამ პოზიციაზე დაენიშნათ. გამოცემა წყაროებს არ ასახელებს.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრეს ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია- თავად გლადკოვს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია;
- ჯერ არაფერი უთქვამს არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ ელჩის ვინაობის დადასტურება „პრეზიდენტის პრეროგატივა“ არის.
2022 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ არის კარიერული დიპლომატი მაქსიმ შურგალინი.
იგი რუსეთის დიპლომატიური მისიის მესამე ხელმძღვანელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
ასევე ნახეთ
ვინ მართავს გუნბას და აფხაზეთს? საკადრო ცვლილებები დე ფაქტო მთავრობაშიყველაზე მეტხანს ამ პოსტზე იყო სემიონ გრიგორიევი (2008–2018) იკავებდა, ხოლო იგი ალექსეი დვინიანინმა შეცვალა (2018-2022 წლებში).
გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ, 15 მაისს გლადკოვს ალექსანდრე ნეველის ორდენი გადაეცა.