მთავრობა ეკლესიას სარეზერვო ფონდიდან 5 300 000 ლარს აძლევს ღონისძიებებისთვის

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ბანერი ავტობუსის გაჩერებაზე

მოკლედ

  • მთავრობა სარეზერვო ფონდიდან დამატებით თანხებს გამოყოფს საპატრიარქოსთვის - 5 300 000 ლარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების მოსაწყობად არის განკუთვნილი.
  • სარეზერვო ფონდიდან თანხების ეკლესიისთვის გამოყოფის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე, განკარგულება 21 მაისით თარიღდება.
  • დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, კონკრეტულად რა ღონისძიებებში დაიხარჯება გამოყოფილი თანხა.
2026 წელს დამოუკიდებლობის დღის კონტექსტში პირველად გამოჩნდა ხელისუფლების მიერ გაკრულ ბანერებში ქრისტიანულ სახელმწიფოზე აქცენტირებული ტექსტები - პარლამენტის შენობაზე გამოკრულია გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორეს ფოტოები.

ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ გამოკრული შავფონიანი ბანერები 20 მაისს მეწამულფონიანმა ბანერებმა ჩაანაცვლა.

ასევე ნახეთ

კობახიძის თქმით, „ხალხის ფული“ არ უნდა მოხმარდეს „ფარმაცევტულ მაფიას“ - პრემიერი დიუშენის წამლებზე

კიდევ ერთი განკარგულებით, ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვისაც გამოყო 8 081 647 ლარი.

სახელმწიფო უწყებებიდან დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ყველაზე დიდი თანხას – 2 422 778 ლარს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიღებს. 2 მილიონია გამოყოფილი კულტურის სამინისტროსთვის.

ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც 26 მაისს არის დაგეგმილი, მთელი საქართველოს მასშტაბით რკინიგზის სადგურებსა და სამგზავრო ვაგონებში საქართველოს ჰიმნის გაჟღერებაა 17 საათსა და 10 წუთზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის დროს.