პაკისტანის სამხედრო მეთაური ასიმ მუნირი ირანის დედაქალაქში - თეირანში ჩავიდა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე შუამავლობის ფარგლებში, განაცხადა პაკისტანის სამხედრო ძალებმა 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
მიზანი პაკისტანის შუამავლობისა აშშ-სა და ირანს შორის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის დასრულებაა. ამ ეტაპზე მოქმედებს დროებითი ზავი, რომელიც ისლამაბადის დიპლომატიური შუამავლობით დაიდო.
ახლახან თეირანში იმყოფებოდა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრიც.
ასევე 22 მაისს, თეირანში, ამავე მისიით, ჩავიდა დელეგაცია კატარიდან აშშ-თან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ირანთან ომის დასრულებისა და გადაუჭრელი საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების მიღწევას, განუცხადა Reuters-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ.