საჯარიმო ქვითარი შედგენილია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლით, რომელშიც წერია, „გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა [...] ან სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა [...] გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას“.
დღეს, 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით დედაქალაქში აქცია გაიმართა. მათ საჭირო ატრიბუტების შეტანა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან სცადეს, თუმცა დღის განმავლობაში პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
საღამოს, 20:00 საათზე მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი მელიქიშვილის გამზირზე გადანაცვლების შემდეგ კი პეტრიაშვილის ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი ჩამოიყვანეს, რომელზეც დინამიკები და გენერატორი იდო.
ასევე ნახეთ
ოპოზიციური ალიანსის მსვლელობა დაიძრა თსუ-ს ეზოდანმსვლელობა პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დემონსტრანტებს უთხრეს, რომ იწყებენ ახალ კამპანიას, რომელსაც ერქმევა „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.
ასევე ნახეთ
ოპოზიციის ალიანსი იწყებს კამპანიას „საქართველო იმსახურებს უკეთესს“24 მაისს გახდა ცნობილი, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დედაქალაქში გასამართ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა ალიანსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.
შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წერილი არ იყო კანონით დადგენილი წესით დაწერილი.
შსს-ს უარამდე, ალიანსმა უარი თბილისის მერიიდან მიიღო - ოპოზიცია ითხოვდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სცენის მოსაწყობად თანხმობა მიეცა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 26 მაისს დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი უნდა გადაკეტილიყო, რაც გამოიწვევდა სხვა ქუჩების დატვირთვას. ამ მიზეზით, მათ პარლამენტთან „რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად“ მიაჩნდათ.