„ჩემი შვილი იყოს ბოლო“

Your browser doesn’t support HTML5

17 წლის ათუკა ბრეგაძე, სამი თვის წინ, 3 მარტს დაკრძალეს. ის ერთ-ერთია დიუშენის სინდრომის მქონე სამ მოზარდს შორის, რომლებიც ბოლო ორ წელში გარდაიცვალნენ, იმ მომენტიდან, რაც მშობლებმა შვილების წამლისთვის ბრძოლა დაიწყეს.

მაკა სეთურიძე, ათუკას დედა, ერთ-ერთი იყო, ვინც ჯანდაცვის მინისტრს დიუშენის სინდრომის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას პირადად სთხოვდა

მონაწილეობდა მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციებში, დადიოდა შეხვედრებზე სამინისტროში

დიუშენის სინდრომით გარდაცვლილი ბიჭის დედა გვეუბნება, რომ როგორც კი ძალებს მოიკრებს, ისევ მშობლების გვერდით დადგება

ამ ინტერვიუსაც იმიტომ დასთანხმდა, რომ იმედი აქვს, მისი შვილის ტრაგედიის გაზიარება ბავშვებისთვის რამეს შეცვლის და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დღეებში, დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის 2 მილიონ ლარამდე შეაგროვა

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკა სეთურიძე გვიყვება რა გზა გაიარა დედა-შვილმა - დიაგნოზის დასმიდან გარდაცვალებამდე