ჟურნალისტებმა დაადგინეს 223 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა

ჟურნალისტებმა დაადგინეს 223 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა. 2026 წლის 29 მაისი

"ბიბისის" რუსულმა სამსახურმა, "მედიაზონამ" და მოხალისეთა ჯგუფმა დაადგინეს რუსეთის იმ 223 539 სამხედროს ვინაობა, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ეს სია შედგენილია ნეკროლოგების, საფლავებისა და საბრძოლო მემორიალების ფოტოების, ასევე სახელმწიფოს ღია მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

ისევე, როგორც უწინ, დაღუპულთა უდიდესი ნაწილი მოდის მოხალისეებზე – 82 224 ადამიანი. შემდეგ მოდიან დაუდგენელი მონაწილეები - 48 177 პირი, კონტრაქტით დაქირავებული სამხედროები - 45 923 ადამიანი, მსჯავრდადებულები – 25 367 პირი და მობილიზებულები – 18 955 ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების საკომუნიკაციო შტაბ-ბინის დირექტორმა ენ კისტ-ბატლერმა ახლახან, პირველ საჯარო ლექციაში თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში რუსეთის დანაკარგები უახლოვდება 500 ათას ადამიანს.

"ბიბისის" რუსული სამსახურის თანახმად, თუ გავითვალისწინებთ ანალიტიკოსთა მოსაზრებას - რომ მათი ანალიზი მოიცავს დაღუპულთა სრული რიცხვის 45–65 პროცენტს - მაშინ დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა შესაძლოა 497 ათასს უახლოვდებოდეს. ეს მონაცემი ახლოსაა კისტ-ბატლერის ვარაუდთან.

ასევე ნახეთ

ოდესაზე რუსეთის ჯარების შეტევისას დრონით დარტყმა იყო თურქეთის გემზე


ასევე ნახეთ

მისი მშვენიერი ძიძები: როგორ იზრდებიან პუტინის ვაჟები დასავლელი გუვერნანტების გარემოცვაში