ოთხი ქვეყნის ლიდერებმა 29 მაისს ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ გადასცეს შესაბამისი განცხადება სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ნაცვლად იმყოფებოდა ასტანაში.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ევრაზიული კავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ 2026 წლის დეკემბერში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომდევნო სამიტზე, „განსახილველად დადგება სომხეთის ამ სტრუქტურაში წევრობის საკითხი“.
ამავე წყაროს თანახმად, დეკემბრის სამიტზე „ევრაზიის კავშირის მთავრობათაშორისი კომისია“ წარადგენს ანგარიშს „სომხეთის წევრობის შეჩერების შესაძლო შედეგების შესახებ“.
ასევე ნახეთ
თვალს ვერ დავხუჭავთ სომხეთის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და უკრაინაზე ჩატარებულ სამიტზე - დსთ-ს გენ. მდივანისომხეთის პასუხი
სომხეთის ვიცე-პრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი ქვეყნის პოზიცია:
- „სომხეთი გეგმავს, გააგრძელოს ევრაზიულ კავშირში მონაწილეობა, რაც დაფუძნებული იქნება ერთმანეთის პატივისცემაზე, თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე,
- და გათვალისწინებული იქნება ყველა წევრი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირების და დასავლეთთან დაახლოების კურსი აირჩია.
ასევე ნახეთ
ტრამპმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადაამ საკითხზე რუსეთის ფედერაციამ სომხეთს ულტიმატუმი წაუყენა - ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საჯარო უარით უპასუხა პუტინის ინიციატივას.
„სანამ ამის აუცილებლობა არ წარმოიშობა, ჩვენ ასეთ საკითხს არ დავაყენებთ“, - თქვა 11 მაისს ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ამის „ობიექტური საჭიროება“ იქნება.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნამოსკოვი გაღიზიანებულია.
მოსკოვის გაღიზიანება გაამწვავა 2026 წლის 4-5 მაისს ერევანში გამართულმა ორმა სამიტმა:
- სომხეთისა და ევროკავშირის პირველმა სამიტმა;
- ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტმა, სადაც მსოფლიოს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთმა სომხეთი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „ანტირუსული განცხადებებისთვის პლატფორმის“ დათმობაში დაადანაშაულა, რაც ტრადიციულ მოკავშირეებს, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაციების მორიგი, თუმცა მწვავე ნიშანი იყო.
ამასთან, რუსეთის „როსსელხოზნადზორი“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის რუსეთის ფედერალური სამსახური) 2026 წლის 30 მაისიდან კრძალავს სომხეთიდან რუსეთში ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტს.
ასევე ნახეთ
ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანიმანამდე „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ყვავილების იმპორტი სომხეთიდან რუსეთში. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“, შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან „ჯერმუკის“ მინერალური წყლის რუსეთში შეტანა და გაყიდვა.
ეს ხდება მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე, არჩევნების წინ, რომელიც 7 ივნისს გაიმართება სომხეთში.
არჩევნებამდე კვირა-ნახევრით ადრე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.