ევროპის საკლუბო ფეხბურთის უმნიშვნელოვანეს ტურნირში, ჩემპიონთა ლიგაში, ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა პარიზის გუნდმა "პარი სენ-ჟერმენმა" (PSG).
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მატი მეტოქე იყო ინგლისის წლევანდელი ჩემპიონი, ლონდონის „არსენალი“. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო დასრულდა ფრედ - 1:1. პენალტების სერიაში პარიზელებმა იმარჯვეს - 4:3.
თამაში, რომელსაც ბუდაპეშტმა უმასპინძლა, თანაბრად მიმდინარეობდა. ბურთს ძირითადად PSG ფლობდა, მაგრამ „არსენალი“ წარმატებით იცავდა თავს.
პირველი გოლი „არსენალის“ თავდამსხმელმა კაი ჰავერცმა გაიტანა მე-6 წუთზე. 65-ე წუთზე პარიზის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა მას შემდეგ, რაც ლონოდონელებმა საკუთარ საჯარიმო მოედანში წააქციეს ხვიჩა კვარაცხელია. პენალტი წარმატებით შეასრულა უსმან დემბელემ.
შარშან PSG-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა ანგარიშით 5:0.