არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, 31 მაისს გარეგინ II-მ ქადაგებისას ისაუბრა „ხელისუფლების ჩარევაზე“ ეკლესიის საქმეებში, რაც დაგმო, და განაცხადა:
„ჩვენი საზოგადოება გახლეჩილია, სამშობლოში ითესება სიძულვილი, მტრობა, შეუწყნარებლობა და უსამართლობა, ხოლო ეკლესიის საუკუნოვანი წესები ხელისუფლების ჩარევით დამახინჯებულია, ხოლო ჩვენი წმინდა ეკლესია და ეკლესიის მოყვარული ხალხი დევნისა და რეპრესიების მსხვერპლია“, - თქვა მან.
არჩევნები სომხეთში
7 ივნისის არჩევნებში, მმართველი პარტიის ჩათვლით, 18 პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობს.
ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ძირითადი მეტოქეები პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალები არიან, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება.
ფაშინიანის პარტია ლიდერობს წინასაარჩევნო კვლევების უმრავლესობაში, თუმცა მაჩვენებლები ბევრად ნაკლებია - 5 წლის წინანდელი ვადამდელი არჩევნების შედეგებთან შედარებით.
ასევე ნახეთ
ფაშინიანის პარტია და პრორუსი კონკურენტები - ერთი კვირა არჩევნებამდეფაშინიანის ძირითადი კონკურენტები რუსეთის მხარდამჭერი ძალები არიან, მაშინ როცა სომხეთის დღევანდელი მმართველობა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს.
ერევანი, ამავდროულად, ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ინარჩუნებს კავშირს რუსეთთან.
ფაშინიანი გარეგინ II-ის წინააღმდეგ
ერთ წელიწადზე მეტია, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი კათოლიკოს გარეგინ მეორის გადადგომას ითხოვს - მას შემდეგ, რაც ეკლესიის რეფორმირების მოძრაობა წამოიწყო.
ამ პერიოდში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა როგორც კათოლიკოსის, ასევე რამდენიმე სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირის წინააღმდეგ.
მმართველმა ძალამ გარეგინ მეორის გადადგომა თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც შეიტანა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებელთა მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, „სომხეთის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზაციის პირობებში მიმდინარეობს”.
ანგარიშში მოხვდა ასევე დაძაბულობა მთავრობასა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ლიდერებს შორის.