ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა უილიამ პულტი

უილიამ პულტი. ვაშინგტონი, 9 იანვარი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა უილიამ პულტი, რომელიც ამჟამად ფედერალურ საბინაო სააგენტოს ხელმძღვანელობს. ტრამპმა ამის შესახებ სოცმედია Truth Social-ში დაწერა.

1988 წელს დაბადებული უილიამ პულტი სამშენებლო და საინვესტიციო სექტორებში მოღვაწე ბიზნესმენია, ასევე ცნობილია, როგორც ბლოგერი და კომენტატორი და ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერი. მას სადაზვერვო სფეროში გამოცდილება არა აქვს. ფედერალური საბინაო სააგენტოს ის 2025 წლიდან ხელმძღვანელობს და ამ თანამდებობაზე ის ზედამხედველობს კომპანიების Fannie Mae-სა და Freddie Mac-ის მუშაობას, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მიერ გარანტირებულ იპოთეკურ სესხებს გასცემენ. როგორც ტრამპმა აღნიშნა, პულტი ამჟამინდელ თანამდებობას ეროვნული დაზვერვის ოფისის ხელმძღვანელობასთან შეთავსებით გააგრძელებს.

პულტის ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშვნისთვის სენატის დამტკიცება დასჭირდება.

22 მაისს გადადგა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ტულსი გაბარდი და განაცხადა, რომ ოჯახური მიზეზების გამო ტოვებს თანამდებობას: მისი ქმარი მძიმედ არის ავად. მაშინ ტრამპმა გამოაცხადა, რომ გაბარდის მოადგილე, აარონ ლუკასი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდება.

ასევე ნახეთ

გადადგა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორი