აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა პასუხი მედიასაშუალებების შეკითხვაზე, რომ აზოვის ზღვაში, ტაგანროგის ყურეში სატვირთო გემებზე, Natra-სა და Zirkon-ზე დრონებით შეტევის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის მიხედვით, ორ უცხოურ გემზე, რომლებიც აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის, საერთო ჯამში, იმყოფებოდა აზერბაიჯანის 25 მოქალაქე, რუსეთიდან მიღებული შეტყობინებით, თავდასხმის შედეგად ხუთი დაიღუპა და სამი დაიჭრა, დაჭრილები ქალაქ ეისკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბაქოს თანახმად, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და განსაკუთრებული ყურადღების საგანია დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობა და სამშობლოში მათი დაბრუნება.
- აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბელიზის დროშით მცურავი Natra და პალაუს დროშით მცურავი Zirkon-ი თურქეთიდან მიემართებოდნენ რუსეთში, დონის როსტოვში.
ასევე ნახეთ
რუმინეთის პორტში ე.წ. საზღვაო დრონი აფეთქდარუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული გამოცემა „იზვესტია" 5 ივნისს დილით წერდა, რომ კრასნოდარის მხარეში, აზოვის ზღვაში მდებარე ტაგანროგის ყურეში ტანკერზე და კიდევ ორ სატვირთო გემზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
- ტაგანროგის ყურის ძირითადი პორტებია რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქი ეისკი, როსტოვის ოლქის ქალაქი ტაგანროგი და უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ 5 ივნისს დღისით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მარიუპოლის და ბერდიანსკის პორტებსა და მიმდებარე წყლებში დაარტყეს ხუთ სატვირთო გემს, რომლებსაც უკანონოდ იყენებდნენ მოპარული უკრაინული ხორბლის, სამხედრო ტვირთების და საწვავის გადასატანად.