„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ ილაპარაკა მიმდინარე წლის 17 მაისს, სამების ტაძარში მიმდინარე „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებულ წირვაზე.
„წელს პირველად ვხვდებით [ილია მეორის გარეშე] ამ დღეს, მაგრამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცხოვრობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელსაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, - თქვა შიო მესამემ.
ასევე ნახეთ
დღეს სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართებასაყოველთაო ნათლობების ტრადიცია ილია მეორემ 2008 წელს დააარსა. დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ნათლავდა ოჯახში დაბადებულ მესამე და შემდეგ შვილს. პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ ჯამში 50 000-ს გადააჭარბა.