ქალი ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური მინიშნება მას არ გაუკეთებია, აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ქუდი, რომელიც მას ეხურა, იმ კოტეჯში ნახა, სადაც ის ისვენებდა.
„33 წლის ვარ, სოჭში ვცხოვრობ, 1 ივნისს გადავკვეთე სახმელეთო საზღვარი და ჩამოვედი აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში დასასვენებლად. 14 დღით ვიქირავე კოტეჯი, სადაც იყო ვარდისფერი „პანამა“ საქართველოს გამოსახულებით. არავითარი პოლიტიკური მინიშნება არ მქონია. პირიქით, ვფიქრობ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - ჰყვებოდა ვიდეოში ქალი და გვერდით ის ქუდი ედო, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული.
რამდენიმე საათით ადრე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „7 დღე გავიდა, რაც ამ პატარა სახლში მარტო ვარ. "პანამისთვის" Georgia ჯერ არავის დავუნაწევრებივარ“.
ბოდიშის მოხდის ვიდეოს აფხაზური მედია თან ურთავს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, თვითმხილველებმა ტურისტის ქმედება „მტკივნეულად აღიქვეს“.
„ინციდენტმა მწვავე რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებრივ წრეებში აფხაზეთში“.