„რისკის შესამცირებლად საუკეთესო გამოსავალია მათთვის (უცხოური ძალებისთვის) წასვლა“, - წერს არაყჩი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისას ღამით ამერიკული Apache-ის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე, რაზეც, მისი თქმით, ვაშინგტონმა რეაგირება უნდა მოახდინოს.
8 ივნისს მედია წერდა, რომ Apache-ის ორი პილოტი გადაარჩინეს.
Apache-ები გამანადგურებლებთან ერთად ირანის პორტების ბლოკირების ოპერაციაში მონაწილეობენ.
ირანმა თავის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, საიდანაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის და გაზის 20 პროცენტი გადის.
აშშ-მა ამის შემდეგ დაიწყო ირანის ნავსადგურების ბლოკირება.
2026 წლის აპრილში დროებითი ზავი გამოცხადდა მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის დასრულების მიზნით.