მილიარდერი კარაპეტიანი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით 12 ივნისს მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას

სომხეთის ერთ-ერთი ძირითადი ოპოზიციური პარტია, რუსეთ-სომხეთის მოქალაქე მილიარდერის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის დაფუძნებული „ძლიერი სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.

შესაბამისი განაცხადი სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, არამ ვარდევანიანმა.

ასევე ნახეთ

ლავროვი: სომხეთს ОДКБ-ში 2 წლის დავალიანების გამო შეზღუდვები დაუწესდება

მან ცესკოს შტაბ-ბინასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის წარდგენილი დოკუმენტი მოიცავს „ყველა მასშტაბურ საარჩევნო დარღვევას“, რომელიც მოხდა როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე მთლიანად საარჩევნო პერიოდში.

„ვფიქრობ, ბევრი აკვირდებოდა სომხეთში მიმდინარე მოვლენებს არჩევნების შემდგომი პროცესების კონტექსტში. ის, რაც ამჟამად ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს“, - თქვა ვარდევანიანმა.

ასევე ნახეთ

არჩევნებიდან 2 დღეში ოპოზიციონერ პოლიტიკოს წარუკიანს ბრალი წარუდგინეს

არჩევნების შედეგები

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტმა“ უმრავლესობის დაკომპლექტება მოახერხა.

105-წევრიან პარლამენტში მას 64 მანდატი ექნება ხმების 49,82%-ის საფუძველზე.

  • სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 29 მანდატით იქნება წარმოდგენილი;
  • მესამე ადგილზე გავიდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასევე პრორუსული ორიენტაციით ცნობილი რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ - მან 12 მანდატი მოიპოვა.

ასევე ნახეთ

არჩევნები სომხეთში - 6 მანდატი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ფაშინიანი მილოცვებს იღებს

ასევე ნახეთ

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები გეოპოლიტიკური საზომით - ფაშინიანი და პრორუსული ძალები

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მოსკოვმა შეზღუდვები დააწესა სომხური საქონლის იმპორტზე, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის საპასუხოდ სომხეთს 50 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას გამოუყოფს.

დამატებითი დაძაბულობა გამოიწვია მილიარდერი ბიზნესმენის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის საკითხმა:

მოსკოვში ფაშინიანთან შეხვედრისას აპრილის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა კარაპეტიანს [დასახელების გარეშე] მხარდაჭერა გამოუცხადა, რაზე პასუხადაც ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ან დეპუტატი ვერ გახდება.

ამასთან, არჩევნებამდე კვირა-ნახევრით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფაშინიანის მიმართ.