საფრანგეთის ქალაქ ევიანში, „დიდი შვიდეულის“(G7) ლიდერთა სამიტის ფარგლებში 16 ივნისს გაიმართა საფრანგეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.
ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
სამმხრივი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები შეუერთდნენ სხვა ლიდერებს ერთობლივ სამუშაო სესიაზე, რომლის უმთავრესი თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ევიანში დაგეგმილია აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის ცნობით, ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ ზელენსკისთან ჰქონდა წინასწარი საუბარი, რომელმაც კარგად ჩაიარა.