მისი თქმით, შეთანხმება „დაცვის მხარისთვის მისაღები პირობებით გაფორმდება“ და ბრალდებული საპატიმროს 30 000-ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვებს.
ადვოკატის ინფორმაციით, 25 ივნისს დანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე საპროცესო შეთანხმების ოქმები უკვე ხელმოწერილი იქნება და დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.
საიმონ როვენსკი საქართველოში 30 აპრილს დააკავეს. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისი ბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს მედიკამენტი ადერალი (Adderall), რომელსაც ის ADHD-ის, იმავე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სამართავად ექიმის დანიშნულებით იღებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, როვენსკის თან არ ჰქონდა რეცეპტი - დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მსგავსი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას.
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ, რადგან საქმე პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. შესაბამისად, უწყებაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს.
ასევე ნახეთ
გეხმარება ცხოვრებაში, მაგრამ პრობლემებს გიქმნის კანონთან - რა გელის, თუ ADHD-ის წამალი გიპოვეს?საიმონ როვენსკის, რომელიც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ბრალი საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი
- 260-ე ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა.
- 262 -ე ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
- მას 8-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებოდა.