უკრაინის არმია უარყოფს რუსეთის ბრალდებას ბავშვებიან ავტობუსზე უკრაინის დრონით თავდასხმის შესახებ

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა Telegram-ის ოფიციალურ არხზე 2026 წლის 17 ივნისს გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს ბრიანსკის ოლქში გზატკეცილზე ავტობუსზე დრონით თავდასხმის ადგილი.

უკრაინის სამხედროებმა 17 ივნისს განაცხადეს, რომ რუსეთის ბრალდებები ბრიანსკის ოლქში დრონით თავდასხმის შესახებ ავტობუსზე, რომელსაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდი გადაჰყავდა, „ყალბია“.

„აღვნიშნავთ, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში უკრაინის თავდაცვის ძალებს არ გამოუყენებიათ უპილოტო საფრენი აპარატები ბრიანსკის ოლქში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

„რუსეთისთვის არაფერია წმინდა“ - კიევ-პეჩერის ლავრაზე იერიშს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

ასევე ნახეთ

კიევ-პეჩერის ლავრა: ომის, ნგრევისა და აღორძინების ათასი წელი