რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. შეტევა 19 ივნისს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის დაიწყო.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ქალაქის ხოლოდნოგორის რაიონზე. დაშავდა სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 40-ზე მეტი კერძო სახლი.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხარკოვში დაბომბვის შედეგად განადგურებული სასაწყობე შენობის ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი ათამდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ
უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე დარტყმაშიდრონებით შეტევა იყო უკრაინის რამდენიმე ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ოდესის ოლქში, ბელგოროდ-დნესტრის რაიონში, სადაც დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ბენზინისა და გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ სამ სატვირთო ავტომანქანას.
ექვსი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხერსონში. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონით დარტყმა იყო სამგზავრო მიკროავტობუსზე.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ქალაქ პავლოგრადს, სადაც კერძო სახლის ნგრევის შედეგად რვა წლის გოგო დაიღუპა.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს ენერგოობიექტებზეც. დაზიანებების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების ნაწილს.