„რომ ჩამოვიდა, ფიქრობდა, რომ უკრაინა დამარცხდება. მაგრამ აზრი შეიცვალა. ასევე დაინახა, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. G7-ის ამ სამიტზე მართლაც მოხდა ცვლილება,“ თქვა მაკრონმა.
მანამდე გამოცემა Politico წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციაზე შესაძლოა გავლენა მახდინა ზელენსკის მიერ ნაჩვენებმა ფოტოებმა, რომლებზეც აღბეჭდილია ცეცხლმოდებული კიევ-პეჩერის ლავრა 14-15 ივნისის ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ.
კიევ-პეჩერის ლავრა: ომის, ნგრევისა და აღორძინების ათასი წელი
წყაროების აზრით, უკრაინის პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა, სხვათა შორის, ხელი შეუწყო იმას, რომ ტრამპი დათანხმდა რუსეთის მისამართით მკაცრ ფორმულირებებს სამიტის ბოლოს მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში. ამასთან Politico აღნიშნავს, რომ თავად იდეა ეკუთვნის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: დროა რუსეთის მოქალაქეები გამოფხიზლდნენ და დაიწყონ პუტინზე ზეწოლაროგორც Politico წერდა, სამიტის წარმატებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ტრამპის თანამოსაუბრეები, მათ შორის მაკრონი, უკრაინის შესახებ მსჯელობისას ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ უკრაინა იმარჯვებს ბრძოლის ველზე, რაც მოეწონა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც ძალაზე დებს ფსონს.